ბელგოროდში 3 000 ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

ბელგოროდში აღმოჩენილი საბრძოლო მასალა, რომლის გამოც 17 კორპუსის ევაკუაცია განხორციელდა, ფეთქებადი არ არის - ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონული დეპარტამენტი ავრცელებს.

გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, საბრძოლო მასალის აღმოჩენის შემდეგ, დაახლოებით 3 000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. 

რუსული მედია, წერს, რომ შალანდინას ქუჩაზე FAB-500 საავიაციო საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფლებას ამ ცნობებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, 20 აპრილის საღამოს, რუსეთის სამხედრო ძალების გამანადგურებელი სუ-34 შემთხვევით ბელგოროდში ჩამოვარდა. შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი