ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა სუდანიდან თავიანთი მოქალაქეების, მათ შორის დიპლომატების ევაკუაცია დაიწყეს. როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, მათ მათ სწრაფი ევაკუაცია დაიწყეს და ქვეყნის დატოვებაში ევროპისა და მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეებსაც დაეხმარებიან.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებითაც, ევაკუაცია დაჩქარებულად მიმდინარეობს.
"მიმდინარეობს ოპერაცია რამდენიმე ქვეყნის მიერ სუდანიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. ნიდერლანდები მონაწილეობს იორდანიის გუნდთან ერთად. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ჰოლანდიელები იქიდან რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ გამოიყვანონ", - განაცხადა ვოპკე ჰუკსტრამ.
იხილეთ ასევე: