"ამ სამუშაოების გამო ჩვენ მოგვიწია სავალი ნაწილის, გზის ნახევრის ჩაკეტვა, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია აღნიშნული სამუშაოების წარმოება. დისკომფორტისთვის კიდევ ერთხელ ბოდიში მინდა მოგიხადოთ ყველა იმ ადამიანს ვინც წუხდებით, შეფერხებით გადაადგილდებით, თუმცა დამეთანხმებით იმაში, რომ სხვანაირად შეუძლებელია ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება , რომ არ მოხდეს კონკრეტული გზის მონაკვეთების ჩაკეტვა. სხვანაირად შეუძლებელია, ჩვენ ისეთ სამუშაოებს ვაწარმოებთ, მხედველობაში მაქვს მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომ გადაკეტვის გარეშე შეუძლებელია ამ სამუშაოების წარმოება"
განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით.