საქართველოს პროკურატურამ ავტობუსში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. შემთხვევა 22 აპრილს, თბილისში, წერეთლის გამზირზე, ავტობუსში მოხდა. 

უწყების ცნობით, ბრალდებულმა  დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს თბილისში, აკ. წერეთლის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ბრალდებულმა  დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.  

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - ვკითხულობთ განცხადებაში. 

პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი