პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 300 ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდება. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ ბიუჯეტიდან ამისთვის 30 მილიონ ლარამდე გამოიყოფა.

მისივე თქმით, მთავრობამ უკვე შეარჩია რამდენიმე კლინიკა მსოფლიოს მასშტაბით.

"ჩვენი გადაწყვეტილებით, 300 ონკოლოგიური პაციენტი - ბავშვი, სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ჩვენ შერჩეული გვაქვს უკვე, ჩვენ გამოკვეთილი გვაქვს რამდენიმე საუკეთესო კლინიკა მთელს მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონ ლარამდე იქნება გამოყოფილი და ჩვენ სრულად დავფარავთ ყველა ხარჯს, იქნება ეს მკურნალობის თუ ცხოვრების და მგზავრობის ხარჯებს. ასე რომ, ყველა ბავშვი, დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ეს არის 300 ბავშვი, დაახლოებით, წელიწადში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, საქმე ეხება სიცოცხლის გადარჩენას და რა თქმა უნდა, ჩვენი ვალი არის რომ ყველა ასეთ ადამიანს დავეხმაროთ," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი