"სენატორის ტვიტერი სვანეთში ჯერ არ ამოსულა"- წულუკიანის პასუხი სენატორებს

გამოქვეყნდა:

გიორგი რურუას საქმე არ არის გამონაკლისი იმ საქმეებისგან, რომლებიც საქართველოს სასამართლოებში თვეში ათეულობით გამოდის - ამბობს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანის თქმით, გიორგი რურუას განაჩენის გასაჩივრება ზემდგომ ინსტანციაში შეუძლია 

„კარგი იქნება თუ ამ პროცესების პოლიტიზება არ მოხდება და მხარეებს, მათ შორის რურუას, შეეძლება, თავისი არგუმენტებით თავისივე სიმართლე ამტკიცოს შემდგომ ისტანციაში“ - განაცხადა წულუკიანმა.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებებს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტს რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებენ წულუკიანი ასე პასუხობს:

„სენატორის ტვიტერი აქ, სვანეთში ჯერ არ ამოსულა, ამიტომ არ ვიცი, ეს ხუმრობით. რაც შეეხება ცოტა უფრო სერიოზულად, ეს არის ლობიზმი და ლობიზმის გამოვლინება, ლობიზმი ვინც იცის რაც არის, ის ხვდება, რაც ხდება" ამბობს წულუკიანი.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელია და შეწყალება/არშეწყალებაც მისი გადასაწყვეტია.

გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების მხრიდან უკვე მოჰყვა მწვავე შეფასებები. დასავლელი პარტნიორები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი