"მაიკ პომპეომ გაგაფრთხილათ...მაგრამ სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება" - კუბილიუსი რურუას განაჩენს ეხმაურება

გამოქვეყნდა:

გიორგი რურუასთვის 4 წლიანი პატიმრობის შეფარდებას ანდრიუს კუბილიუსი ეხმაურება.  ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ლიეტუველმა ევროპარლამენტარი Twitter-ზე წერს, რომ აშშ- ს სახელმწიფო მდივნის გაფრთხილების მიუხედავად, სასამართლოს "პოლიტიზაცია გრძელდება"

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაგაფრთხილათ სასამართლო და საარჩევნო პროცესის პოლიტიზაციის თავიდან ასარიდებლად. მაგრამ სასამართლოს პოლიტიზაცია გრძელდება: გიორგი რურუას, ოპოზიციური ტელეარხის ინვესტორს, პატიმრობა მიუსაჯეს. გადადგამს თუ არა პრეზიდენტი ნაბიჯს და დაიცავს 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთებას? - წერს კუბილიუსი

 

გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რურუას დაცვის მხარე აღნიშნულ განაჩენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს და მის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა. რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას და რურუასთვის პატიმრობის შეფარდებას, რამდენიმე საათში მოჰყვა სხვა დასავლელი პარტნიორების მწვავე შეფასებები:

სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს - ასე გამოეხმაურა ფაქტს აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში.

საქართველოს მეგობრები მიიჩნევენ, რომ ჯერ დაკავება და ახლა უკვე მედია მფლობელ გიორგი რურუასთვის გამოტანილი სასჯელი პოლიტიკურია - დაწერა Twitter-ზე ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამ.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი