"რა გახდა 20 წუთით რომ შეგვხვდეთ" -კანცელარიასთან აქციის მონაწილეებმა შენობის ჭიშკართან გადაინაცვლეს

გამოქვეყნდა:

კანცელარიასთან აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებისა და მხარდამჭერების აქცია გრძელდება. ისინი პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. 

აქციაზე შეკრებილებმა მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ, შენობის ჭიშკართან გადაინაცვლეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

"შეგვხდით ბატონო, რა გახდება რომ 20 წუთი შეგვხვდეთ. ადექით პოლიციელებო, ადექით და სთხოვეთ, ხომ ხედავთ როგორ ვიტანჯებით დედები, როგორ შეგიძლიათ ჩვენ გვიყუროთ. როგორ შეგიძლიათ ჩვენ გვიყუროთ, ჩვენ ვერ გაგვიწევთ წინააღმდეგობას, ხედავთ 6 დღე და ღამეა რა უბედურები ვართ. მე არ მივალ ჩემ შვილთან დამარცხებული. მე 6 დღე და ღამე და 16 თვე იმისთვის არ მიწვალია, რომ უარით მივიდე ჩემს შვილთან. გადაეცით, რომ შეგვხდეს, დედები აქედან არ წავალთ...

არ არის ფინანსები პრობლემა ხომ? არ გვეუბნება უარს, შეგხვდით და მოგვისმინეთ მშობლებს", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურნენ, რომელმაც თქვა რომ 300 ონკოლოგიური პაციენტი ბავშვი სახელმწიფოს მიერ სრულიად დაფინანსდება.

"ერთი კვირა იმისთვის დაგვაყუდა ბეტონზე ქუჩაში, რომ დღეს ეთქვა, რომ 300 ბავშვი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე 12?!", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი