დაუმძიმდებათ თუ არა ბრალი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებული არასრულწლოვნები სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში - რამდენიმე წუთში გაირკვევა, დაუმძიმდებათ თუ არა მათ ბრალი. მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომა ცოტა ხნის წინ განახლდა და სავარაუდოდ, გადაწყვეტილებაც ცნობილი გახდება. 

ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი ამბობს, რომ არცერთი მტკიცებულებებით არ დასტურდება ზ.ს რაიმე შემხებლობა შაქარაშვილთან. მისივე თქმით, გამოძიება ჩიხში შეიყვანეს ახვლედიანმა, ქათამაძემ და ბრეგვაძემ, რადგან მათ გამოძებას ყველა რეალური გარემოება დაუმალეს. 

შეუძლებელია, რომ რაიმე სახით დამძიმდეს ბრალდება ამ საქმის ფარგლებში. ხოლო, რაც შეეხება ახალ ბრალს ის რაც დღემდე გამოძიებას აქვს მოპოვებული მტკიცებულებები, არცერთი მტკიცებულებებით არ დასტურდება ზ.ს რაიმე სახით შემხებლობა გარდაცვლილ შაქარაშვილთან. თუ ვინმემ შეიყვანა გამოძიება ჩიხში, ეს არის ამირხანაშვილი, ახვლედიანი, ეს არის ქათამაძე, ეს არის ბრეგვაძე. ეს ის პირები არიან, რომლებმაც გამოძიებას დაუმალეს ყველა რეალური გარემოება, იმ საღამოსვე და იმ ღამესვე, იმ მომენტშივე, იქვე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. ეს ის პირები არიან რომლებიც ოთხ სხვადასხვა ჩვენებას აძლევენ გამოძიებას, - ამბობს გიორგი გელხაური. 

აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს არასრულწლოვანი ბრალდებულების ადვოკატებმა მიმართეს და გირაოს გამოყენებას ითხოვენ. 

არასრულწლოვან ლ.შ-ს ადვოკატის, ზაქარია გვიშიანის თქმით, განიხილება მტკიცებულებების სადავოობის საკითხი, შერჩეული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვებს მიზანშეწონილობის საკითხი და სასამართლომ ასევე უნდა განიხილოს დევნის შეწყვეტის საკითხი. მისვე თქმით, დაცვის მხარემ წარადგინა შუამდგომლობა და ყველა ადვოკატი ითხვოდა შერჩეული აღკვეთის ღონისძიებს, სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. 

ვახტანგ ჩოქოვანისა და ნიკა ჟვანიას ადვოკატის თქმით კი, ისინი ითხოვენ აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლების არ არსებობის გამო და ამიტომ არ უნდა იყოს შეფარდებული უკიდურესად მძიმე აღკვეთის სახის ღონისძება. 

ადვოკატი, როსტომ კერესელიძე ამბობს, რომ ბრალდების მხარემ, როგორც წინა სასამართლო პროცესზე, დღესაც დააყენა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით. მისივე თქმით, დაცვის მხარის ყველა უფლებადამცველმა დააყენა შუამდგომლობა გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით. 

ცნობისთვის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, ექვსი არასწულწლოვანის საქმე შაქარაშვილის საქმეში ცალკე წარმოებად გამოიყო. არასრულწლოვანთა წინასასამართლო სხდომა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღეში  უნდა ჩატარდეს.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ. 

27 ივლისს შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებული სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი