მცხეთის რაიონულმა სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსივე არასრულწლოვანი პატიმრობაში დატოვა - გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
მანამდე კი ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი ამბობდა, რომ არცერთი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა ზ.ს რაიმე შემხებლობა შაქარაშვილთან. მისივე თქმით, გამოძიება ჩიხში შეიყვანეს ახვლედიანმა, ქათამაძემ და ბრეგვაძემ, რადგან მათ გამოძებას ყველა რეალური გარემოება დაუმალეს.
ცნობისთვის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, ექვსი არასწულწლოვანის საქმე შაქარაშვილის საქმეში ცალკე წარმოებად გამოიყო. არასრულწლოვანთა წინასასამართლო სხდომა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღეში უნდა ჩატარდეს.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.
27 ივლისს შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებული სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.