
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის მიერ დაწყებული ომის 426-ე დღეს მათმა ძალებმა მტრის 43 შეტევა მოიგერიეს და 10 რუსული დრონი გაანადგურეს.
როგორც გენშტაბი წერს, ბოლო დღის განმავლობაში რუსებმა 6 სარაკეტო და 62 საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ამასთან ერთად, ოკუპანტებმა 70-ჯერ გამოიყენეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები.
უწყება აღნიშნავს, სარაკეტო და საჰაერო დარტყმების განმეორების რისკი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ამ დრომდე მაღალია.
მათივე ცნობით, მტრის ძირითადი ძალისხმევა კვლავ კონცენტრირებულია ბახმუტის, ავდიივკასა და მარიინკას მიმართულებებით.
მოწინააღმდეგის ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტების სამხედრო პერსონალისა და ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებზე 9 დარტყმა განახორციელა. ამასთან ერთად, რუსული პოზიციების წინააღმდეგ უკრაინელებმა 3-ჯერ გამოიყენეს საზენიტო-სარაკეტო სისტემები. იხილეთ ასევე: