უკრაინის გენშტაბის შეჯამების მიხედვით, რუსებმა შეწყვიტეს წინსვლის მცდელობა კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით

გამოქვეყნდა:

სამშაბათს დილით უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებული შეჯამების მიხედვით, რუსებმა შეწყვიტეს წინსვლის მცდელობა კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ კუპიანსკის მიმართულებით რუსული არმია "აგრძელებს პოზიციების გამაგრებას გარკვეულ რაიონებში", ხოლო ლიმანის მიმართულებით მტერს შეტევითი მოქმედებები არ ჰქონია.

"მტრის ძირითადი ძალისხმევა კვლავ კონცენტრირებულია შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე ბახმუტის, ავდიევკასა და მარინსკას მიმართულებით", - წერს უკრაინის გენერალური შტაბი.

 გენერალური შტაბი არ იუწყება რუსების წინსვლის შესახებ ამ სამი სექტორიდან არცერთში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი