
ხარკოვის რეგიონში, კუპიანსკის მუზეუმის ნანგრევების ქვეშ კიდევ ერთი ქალის ცხედარი იპოვეს. ოკუპანტებმა მუზეუმის შენობა დღეს, 25 აპრილს დილით დაბომბეს. მსხვერპლთა რაოდენობა 2-მდე გაიზარდა.
"კუპიანსკში, მუზეუმის ნანგრევების ქვეშ, რომელსაც დღეს დილით რუსული რაკეტა S-300 მოხვდა, მაშველებმა მეორე ქალის ცხედარი იპოვეს", - თქვა ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.