ტერორისტული ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ მთლიანად გაგვანადგუროს, ვუპასუხებთ - ზელენსკი კუპიანსკზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკზე რუსების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება, რომლის დროსაც სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა.

რუსების მიერ ნასროლი რაკეტა მუზეუმის შენობას მოხვდა, ცნობილია, რომ გარდაიცვალა ერთი თანამშრომელი, ნანგრევებში კი ადამიანები არიან დარჩენილები.

"ტერორისტული ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მთლიანად გაგვანადგუროს. ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი ხალხი. უკრაინელების მკვლელობა აბსოლუტურად ბარბაროსული მეთოდებით. ჩვენ არ გვაქვს უფლება ერთი წამით დავივიწყოთ ეს. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ და ვუპასუხებთ! - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა მიუსამძიმრა დაღუპულის ოჯახს და თქვა, რომ ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი