ადვოკატების მოლოდინი გამართლდა. მოსამართლემ აღკვეთის ღონსიძიების სახით შეფარდებული პატიმრობა არ შეცვალა. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ექვსივე პირი, რომელთაგან ერთი უკვე სრუწლოვანია, ისევ პატიმრობაში რჩება. დაცვის მხარის განმარტებით კი საქმეში არ არსებობს არცერთი მყარი მტკიცებულება, რომელიც მათ პატიმრობაში დატოვებას გაამართლებს.
მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე - ეს იყო ძირითადად ის არგუმენტები, რის გამოც მოსამართლემ ექვსვე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე რომ აღკვეთის ღონისძიებას არ შეცვლიდა, ამიში დარწმუნებული იყო სხდომის დაწყებიდან მალევე გარეთ გამოსული ერთ-ერთი ბრალდელბული არასრუწლოვანის მამაც. შაქარას მკვლელებმა არ გაიახარონ! მაგ სიმართლით იარე! - ამ წარწერებიანი მაისურით იყო დღეს იგი სასამართლოში მოსული. ბრალდებულის მამა მოკლული ახალგაზრდის მშობლებთან შეხვედრას ითხოვს და ამბობს, რომ გამოძიება არასწორად მიმდინარეობს. ამაში ოჯახის ადვოკატს ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ ის პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.
გამოძიება რომ არასწორად მიმდინარეობს, ამაში დარწმუნებულია ზ.ხ-ს ადვოკატიც. აქედან გამომდინარე, გიორგი გელხაურის ერთ-ერთი შუამდგომლბობა, რამდენიმე მოწმის ჩვენების დაუშვებლად ცნობა იყო. მისით თქმით, გამოძიება ჩიხში სწორედ ამ მოწმეებს შეჰყავთ.
დღეს ადვოკატები ცდილობდნენ მოსამრთლე დაერწმუნებითან, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულო არიან, მტკიცებულებებც წარადგინეს და შუამდგომლობებითაც მიმართეს.
დაუმძმდებათ თუ არა ბრალი არასრულწლოვნებს, ჯერ გამოძიება ღიად არ ამბობს, თუმცა საგამოძიებო მოქმდებების მიხედვითმ, შესაძლოა მათი ბრალდება უფრო მძიმე მუხლით შეიცვალოს. მტკიცებულებებზე მსჯელობა ხუთ აგვისტოს გაგრძელდება.
ცნობისთვის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით, ექვსი არასწულწლოვანის საქმე შაქარაშვილის საქმეში ცალკე წარმოებად გამოიყო. არასრულწლოვანთა წინასასამართლო სხდომა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღეში უნდა ჩატარდეს.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.
27 ივლისს შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებული სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.