
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ საქართველოშია. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა.
ზბიგნევ რაუ შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს.
მოლაპარაკების მთავარი თემა იქნება პროგრესი და გამოწვევები საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, ასევე, რეგიონში უსაფრთხოების საკითხები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აგვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.
შეგახსენებთ, საქართველოს 28 აპრილს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც ეწვევა.