
28 აპრილს საქართველოს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ეწვევა. საფრანგეთის საგარეო უწყების ცნობით, კოლონა შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მის კოლეგა ილია დარჩიაშვილთან.
საქართველოში ვიზიტამდე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა.
"28 აპრილს [საფრანგეთის საგარეო საქმეთა] მინისტრი საქართველოსაც ეწვევა. რესპუბლიკის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან მოლაპარაკებების დროს იგი აღნიშნავს მის მხარდაჭერას კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო სივრცის შენარჩუნების სფეროში რეფორმებისადმი, რაც აუცილებელია ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების გასაგრძელებლად", - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
უწყება აღნიშნავს, რომ 2018 წლის შემდეგ, ეს გახლავთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში.