ერდოღანს ინფექციური გასტროენტერიტი აქვს - თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი

გამოქვეყნდა:

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჩმის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ინფექციური გასტროენტერიტი აქვს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება ფაჰრეთინ კოჩმამ მას შემდეგ გააკეთა, რაც 25 აპრილს ერდოღანი პირდაპირ ეთერში შეუძლოდ გახდა.

თურქეთის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ერდოღანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად გაუმჯობესებულია.

მისივე თქმით, ერდოღანი მალე შეძლებს საარჩევნო კამპანიის გაგრძელებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი