ჩვენი ინტერესია მართლმადიდებლობის შენარჩუნება, ქართველობის დაცვა - ზარქუა ღარიბაშვილის მიწვევაზე უნგრეთში

გამოქვეყნდა:

"ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მიიღებს მონაწილეობას იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესები. მართლმადიდებლობის შენარჩუნება და გაძლიერება, ჩვენი ინტერესია" - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა, უნგრეთში კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე, პრემიერ ღარიბაშვილის მიწვევასთან დაკავშირებით

ზარქუას თქმით, ქართულ პოლიტიკაში მრავლად არსებობენ ფსევდოლიბერალები, რომლებმაც ვერ მონახეს თავიანთი ადგილი საზოგადოებაში.

ჩვენ ბლომად გვყავს პოლიტიკაში ხელმოცარულები, მე დავარქმევდი ფსევდოლიბერალებს, რომლებმაც ვერ მონახეს თავიანთი ადგილი საზოგადოებაში და შეუძლიათ, მხოლოდ ასეთი გამოხდომებით, ლანძღვით, ჩასაფრებით და პროვოკაციებით გამოიჩინონ თავი. გაჩუმდნენ უბრალოდ, ჩუმად იყვნენ თავიანთ სოროებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მიიღებს მონაწილეობას იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესები. ჩვენი ინტერესია ევროპა, ევროინტეგრაცია, მართლმადიდებლობის შენარჩუნება და გაძლიერება, ჩვენი ინტერესია ჩვენი ღირებულებების, ქართველობის დაცვა, რომელიც დემოკრატიასთან შეთავსებადია" - თქვა ზარქუამ. [პირველი არხი]

შეგახსენებთ, ღარიბაშვილი უნგრეთში დაგეგმილი კონსერვატიული კონფერენციის [CPAC] სპიკერებს შორისაა. კონფერენცია ბუდაპეშტში 4-5 მაისს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და ღარიბაშვილის წარდგენა ჰომოფობიურ ნარატივს მოიცავს. The Center-ის ცნობით, ღარიბაშვილი თვლის, რომ საქართველოში აქტივისტები და პოლიტიკოსები ვალდებული არიან პატივი სცენ უმრავლესობის ნებას და ისინი LGBTQ თემის პროპაგანდას ეწინააღმდეგებიან.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი