
"ჩვენ, რა თქმა უნდა, სასამართლოს დავიცავთ - საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი არ დავუჭირეთ და არ დავუჭერთ!" - თქვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.
თალაკვაძის თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორებს, სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევა სურთ.
"პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას სამი მიზეზი აქვს. პირველი, ეს არის ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია და ამ გზით კანდიდატის სტატუსის დაბლოკვა. მეორე მიზეზია ის, რომ სურთ შური იძიონ იმ სასამართლოსა და მოსამართლეებზე, ვინც მათი ლიდერები გაასამართლა. მესამე - სურთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევა, რათა სასამართლოზე გარკვეული გავლენა დაიბრუნონ" - თქვა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, ოპოზიცია ითხოვს შეიქმნას მოსამართლეების კორუფციული საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, თუმცა კომისიის შექმნის მოთხოვნა "ქართულმა ოცნებამ" სამჯერ ჩააგდო და სანქცირებულ მოსამართლეებს "სოლიდარობა" ამ ფორმით გამოუცხადა.
ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის საკითხის კენჭისყრაზე გატანას მომავალ კვირაშიც ეცდება