
"მარიუპოლის ჯალათის" სახელით ცნობილი გენერალი მიზინცევი, რუსეთის სამხედრო სარდლობამ თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Medusa რუსულ სამხედრო Telegram არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, მიზინცევის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.
მიზინცევი პასუხისმგებელი იყო რუსული ჯარის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე. ის რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2022 წლის სექტემბერში დაინიშნა.
მიზინცევი წარსულში რუსეთის ეროვნული თავდაცვის კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელად მუშაობდა. არსებული ინფორმაციით, ის პირადად ხელმძღვანელობდა ქალაქ მარიუპოლზე თავდასხმას და ქალაქის ბლოკადას, რის შემდეგაც დასავლური მედია მას "მარიუპოლის ჯალათს" უწოდებს.
მიზინცევი ბრიტანეთს სანქცირებულიც ჰყავს.