
დღეიდან „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს დატოვებენ.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, თანამდებობების დატოვება მოუწევთ კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულებს და თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგებელს.
თანამდებობა უკვე დატოვა აჭარის ა/რ ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, რომელიც „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.
გადადგა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელიაც, რომელიც აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არის წარდგენილი.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" თბილისსა და რეგიონებში მაჟორიტარების კანდიდატები 20 ივლისს დაასახელა.