დღეს, 20 ივლისს "ქართულმა ოცნებამ" თბილისსა და რეგიონებში მაჟორიტარების კანდიდატები წარადგენა.
რეგიონებში "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან:
მაჟორიტარების წარდგენის ცერემონიას თვეების განმავლობაში გაუჩინარებული ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, წარდგენაზე იყო მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით; პრეზენტაციაზე ლაშა ნაცვლიშვილი და გოგა ხაინდრავაც იყვნენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძესა და მის მოადგილე პაატა იმნაძესთან ერთად. კოჯორში გამართულ ცერემოიას სხვა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც ეწსრებოდნენ, მათ შორის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ექიმი ლევან რატიანი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო, რომელიც თბილისში საბურთალოს მაჟორიტარარ დაასახელეს.
"ოცნების" კანდიდატების სია გუშინ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაამტკიცეს.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 თანაფარდობით ჩატარდება, ამომრჩეველმა 30 დეპუტატი მაჟორიტარული წესით, ხოლო 120 პროპორციული წესით უნდა აირჩიოს.