"სტრასბურგის გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ პუტინის რუსეთმა 2008 წელს განახორციელა საქართველოს ანექსია" - ხაბეიშვილი 

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სტრასბურგის  გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ პუტინის რუსეთი არის დამნაშავე და რომ 2008 წელს მან განახორციელა საქართველოს ანექსია.

„ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საქართველოს, ჩვენი გმირი ბიჭების, ჩვენი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის კიდევ გამარჯვება სტრასბურგში ჰააგის შემდეგ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და კიდევ ერთი დასტური , რომ პუტინის რუსეთი არის დამნაშავე, რომ 2008 წელს მან განახორციელა საქართველოს ანექსია, ოკუპაცია, რომ ის აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას.“ - თქვა ხაბეიშვილმა

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ მთელი პროპაგანდა ჩაუვარდა, რაც აგორებული ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილის და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ თითქოს საქართველომ დაიწყო ომი. ისინი დავალებებს იღებენ პირდაპირ კრემლიდან და ამიტომ, რაც შეიძლება მალე უნდა გავუშვათ პოლიტიკურ მოუსავლეთში;

„ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მისი კრიმინალური მთავრობა უკვე წლებია ომის დაწყებას აბრალებს საქართველოს, რომ ისინი კრემლიდან იღებენ დავალებას და ყველა ის პროპაგანდა, რაც ჰქონდათ ნაწარმოები პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, ჩვენი საქართველოს, ქვეყნის, სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი გმირი ბიჭების წინააღმდეგ, არის ჩამოშლილი და ჰააგის შემდეგ ეს უკვე დაადასტურა სტრასბურგმა. დიახ, ქართველმა ხალხმა, პრეზიდენტ სააკაშვილმა, სახელმწიფომ, გმირმა ბიჭებმა გიმარჯვეს და გავიმარჯვეთ ყველამ ერთად. ამიტომ, მნიშვნელოვანია საბოლოო გამარჯვებამდე ქართველი ხალხი დადგეს ერთად და რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, მისი კრემლიდან მართული ხელისუფლება გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში.“ - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ [II სარჩელი] - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხებოდა, რუსეთი გაამტყუნა და საქართველოსთვის 129 827 500 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი