აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგმა რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა

გამოქვეყნდა:

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II), რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება, რუსეთის ფედერაცია გაამტყუნა.

ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 41-ე მუხლი (სამართლიანი დაკმაყოფილება) გამოყენებული იყო მოცემულ საქმეზე ოკუპირებულ ცხინვალში ქართულ სოფლებსა და "ბუფერულ ზონაში" ჩადენილი დანაშაულების - მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის, სახლების გადაწვის, გაძარცვის, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის, ომის ტყვეთა წამებას, დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე წინააღმდეგობის გაწევის - მიმართ. 

სასამართლო ამბობს, რომ რუსეთი არ ასრულებდა პროცედურულ ვალდებულებას ჩაეტარებინა ადეკვატური და ეფექტიანი გამოძიება იმ დანაშაულებზე, რომლებიც აქტიური კონფლიქტის დროს, ან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ხდებოდა.

სასამართლომ შენიშნა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ შეწყვიტა ევროპის საბჭოს წევრობა 2022 წლის 16 მარტს, ასევე აღარაა კონვენციის მომხრე. სტრასბურგი ამბობს, რომ ეს არ ათავისუფლებს რუსეთს კონვენციით  ნაკისრი ვალდებულებებისგან ნებისმიერი ქმედების მიმართ, რომელიც შესრულდა იმ თარიღამდე, როდესაც იგი შეწყვეტდა კონვენციის მხარედ ყოფნას.

სასამართლო ამბობს, რომ წინამდებარე საქმეში, ფაქტები, რომლებიც წარმოშობს ძირითად გადაწყვეტილებაში აღმოჩენილ დარღვევებს, მოხდა 2022 წლის 16 სექტემბრამდე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი