
მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი ოლეგ ვასნეცოვი რუსეთის ოფიციალური პირების მიერ მოლდოვასთან დაკავშირებული მიუღებელი განცხადებების გამო დაიბარა.
"საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტრო კომენტარს არ გააკეთებს რუსეთის ზოგიერთი ოფიციალური პირის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებების აბსოლუტურად მიუღებელ ენაზე, მაგრამ გვინდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთის ელჩი დაიბარეს სამინისტროში, რათა მოეთხოვოს ახსნა-განმარტება ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებულ განცხადებებთან დაკავშირებით", - აცხადებენ სამინისტროში
პარასკევს, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა თქვა, რომ [მოლდოვა] "ასეთი ქვეყანა აღარ არსებობს რადგან ის რუმინეთზე გაიყიდა"
იქამდე კი მოლდოვას პრემიერმინისტრმა გამოაცხადა რუსების "შავი სია", რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ. მასში შედიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ბიზნესმენი იგორ ჩაიკა და მომღერალი ფილიპ კირკოროვი.
სრული სია ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ მოლდოვას პრემიერმა აღნიშნა, რომ ის საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
იხილეთ ასევე: