
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა მოლდოვას პრემიერმინისტრის, დორინ რეჩანის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ვლადიმერ პუტინს რესპუბლიკაში შესვლა აეკრძალა. პესკოვმა აღნიშნა, რომ მოლდოვა ცდილობს გახდეს არამეგობრული ქვეყანა.
"ცხადია, მოლდოვის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სწრაფად მიდის იმ ძალიან კარგად ცნობილი რუსოფობიისკენ, რომელიც ჩვენ უკვე ვიცით", - თქვა მან.
პესკოვმა ასევე თქვა, რომ კიშინიოვში რატომღაც "ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებას" რუსოფობიის აყვავებასთან აიგივებენ.
"მათ მიაჩნიათ, რომ ევროინტეგრაციის აბსოლუტურად სავალდებულო ატრიბუტი უნდა იყოს - რუსეთის სიძულვილი და ნებისმიერი პრორუსული გამოვლინება", - აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, მოლდოვის პრემიერმინისტრმა დორინ რეჩანმა პარასკევს, 28 აპრილს მოლდოვის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოლდოვაში შესვლა ეკრძალება.
ამავე თემაზე: