39 დაზიანება, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები - 12 წლის ანას გარდაცვალების საქმეზე, ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

გამოქვეყნდა:

12 წლის გოგონას სხეულზე 39 დაზიანება მიაყენეს და შემდეგ გაგუდეს - ასეთია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა დიდ დიღომში მომხდარ დანაშაულზე.

მოკლული 12 წლის გოგონას დედას დღეს სამხარაულის ექსპერტიზის პირველადი დასკვნა გადაეცა. დასკვნით ცნობილი ხდება რომ მოზარდს სხეულზე 39 დაზიანება  მიაყენეს, დაზიანებები ბლაგვი საგნითაა მიყენებული.

რა შეიძლება იყოს ეს ბლაგვი საგანი ამ კითხვას პასუხს უკვე მომდევნო ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი. გარდაცვალების მიზეზად  დასკვნაში ასფიქსია წერია რაც აჩენს ეჭვს, რომ გოგონა დაზიანებების მიყენების შემდეგ  გაგუდეს. 

დასკვნაში წერია, რომ გარდაცვლილს მთელ სხეულზე აღენიშნება  სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რომელიც არის სიცოცხლის დროინდელი და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე არის მიყენებული. 

"დასკვნა დღეს მივიღეთ, 39 დაზიანება აქვს ბავშვს, რაც მეტყველებს რომ ბავშვი არის ძალადობრივად მოკლული. ჩემთვის კითხვის ნიშნები არც თავში არ ყოფილა. მე ვიცოდი, რომ ჩემი შვილი მოკლული იყო და ამ დასკვნამ დაადასტურა, რომ მოკლულია - ამბობს ნინო ხუტაშვილი, მოზარდის დედა. 

ეს არის ექსპერტიზის პირველად დასკვნა. მოკლულს სულ 5 ექსპერტიზა ჩაუტარდა. ოჯახი და ადვოკატები ახლა უკვე კომპლექსურ ექსპერტიზის დასკვნის ჩატარებას მოითხოვენ ასევე შესაძლოა მათ დააყენონ საკითხი ექსპერტიზაში დამოუკიდებელი და საერთაშორისო  ექსპერტების ჩართვასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი 17 მარტს ნახეს. მას მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ.  შსს-მ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი