გთხოვთ, დაგმოთ ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული - რადას დეპუტატი საქართველოს მთავრობას

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მორიგ არამეგობრულ ნაბიჯს გამოხმაურება მოჰყვა უკრაინის მხრიდან. რადას დეპუტატი, ვოლოდიმერ არიევი "მთავარ არხთან" ინტერვიუში საქართველო-უკრაინის მჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბრობს და კიდევ ერთხელ ახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მეგობარი ქვეყნების მთავარი მტერი მხოლოდ ოკუპანტი რუსეთია.

"მე , პიროვნებამ , რომელმაც პირველმა წარვუდგინე უკრაინის პარლამენტს "დრაფტი" საქართველოში რუსეთის შეჭრის შესახებ, მინდა ვუთხრა საქართველოს მთავრობას, გთხოვთ, დაგმოთ ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. ჩვენს ერებს გვაქვს მეტი საერთო , ვიდრე განმასხვავებელი. ჩვენ არ გვაინტერესებს მთავრობისა და ოპოზიციის ურთიერთობა,  როცა ხარ ხელისუფლებაში გაქვს საკუთარი ურთიერთობა ოპოზიციასთან , მაგრამ ეს არ უნდა ახდენდეს უარყოფით გავლენას ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაზე. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს , რადგან ჩვენი მომავალი პირდაპირ არის დამოკიდებული ჩვენს ერთიანობაზე." ამბობს დეპუტატი "მთავარ არხთან"

შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. ასამბლეამ 87 ხმით 1-ის წინააღმდეგ, რეზოლუცია ხუთშაბათს მიიღო სტრასბურგში მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე.

დოკუმენტზე საქართველოს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენლის ხელმოწერა არ ფიქსირდება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სტრასბურგიდან უკვე გამოფრენილები იყვნენ, რის გამოც, კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ მოახერხეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი