
ევროპაში "ქართული ოცნების" პარტნიორი, "ევროპელი სოციალისტების პარტიის" (PES) ლიდერებს შორის, გუშინ 28 აპრილს ვიდეოკონფერენცია გაიმართა, სადაც პარტიის წევრებმა საქართველოს მმართველი პარტიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილეს.
კერძოდ, საუბარია უნგრეთში საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაგეგმილ ვიზიტზე. PES-ის განცხადებით, პარტია ღრმად შეშფოთებულია, რომ მომავალ კვირას ღარიბაშვილი ბუდაპეშტში კონსერვატიულ ფორუმზე დასწრებას გეგმავს.
"თუ პრემიერმინისტრს ევროპელი სოციალისტების პარტიის დამკვირვებელი წევრი პარტიიდან სურს ღირებულებების გაზიარება ვიქტორ ორბანთან და ამერიკის კონსერვატიულ სამოქმედო კონფერენციასთან, მაშინ ჩვენ ოფიციალურად უნდა ვიმსჯელოთ ამ პარტიის სტატუსზე", - თქვა PES-ის აღმასრულებელმა გენერალურმა მდივანმა, ჯაკომო ფილიბეკმა.
ცნობისთვის, ბუდაპეშტში 4-5 მაისს კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, როგორც ცნობილია, სპიკერებს შორის ირაკლი ღარიბაშვილიცაა.