
ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი უკრაინის ქალაქ დნიპროში ჩავიდა და დევნილებს შეხვდა. უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც რუსული აგრესიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაკარგეს.
"ომის გამო ბევრმა უკრაინელმა დაკარგა სახლები. მათგან დაახლოებით 200 000-მა თავშესაფარი იპოვა დნიპროში. მათი ცხოვრებისათვის ღირსეული პირობების უზრუნველყოფა უკრაინისა და ევროპის სტაბილურობის გასაღებია. ამრიგად, ჰუმანიტარული და განვითარების დახმარება არის ერთ-ერთი მთავარი სფერო, რომელზეც ჩეხეთის რესპუბლიკა ყურადღებას გაამახვილებს დნიპროში",- დაწერა პაველმა Twitter-ზე.
პეტრ პაველი უკრაინაში გუშინ, 28 აპრილს ჩავიდა.
ამავე თემაზე: