ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები უკრაინაში ჩავიდნენ

გამოქვეყნდა:

უკრაინაში ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები, პეტრ პაველი და ზუზანა ჩუპატოვა ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის პრეზიდენტი ტვიტერზე ავრცელებს. 

"ზუზანა ჩუპატოვა და მე მშვიდობისა და სამართლიანობის ერთი და იგივე ღირებულებებს ვიზიარებთ. ძნელია როცა ჩემი თვალებით ვხედავ, რომ უკრაინელები ძალიან დიდ ფასს იხდიან ამისთვის, საკუთარი სისხლითა და მოქალაქეების სიცოცხლით. აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლა იცავს იმას, რაც ჩვენ გვაერთიანებს," - წერს პაველი Twitter-ზე.

უკრაინული მედიის ცნობით, ორი ქვეყნის პრეზიდენტი ბუჩას რეგიონის ერთ-ერთ დასახლებაში, ნემეშაევოში მატარებლით ჩავიდა, სადაც მათ უკრაინაში ჩეხეთის ამჟამინდელი და ყოფილი ელჩები დახვდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი