"შეიწყალა პოლიციის მკვლელები, ნარკოვაჭრები და პედოფილები...ძალიან ცუდად დაუმთავრდება" - ნათელაშვილი ზურაბიშვილზე

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილმა პოლიტპატიმარ გიორგი რურუას შეწყალებაზე უარით ოქტომბრის არჩევნებს ლეგიტიმურობა გამოაცალა - ასე ეხმაურება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ზურაბიშვილს უარს.

ნათელაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტისგან, რომელმაც ციხიდან გამოუშვა პოლიციის მკვლელები და პედოფილები, განცხადება რომ დამნაშავეს არ შეიწყალებს, ტრაგიკული იუმორია

"მინდა გავაკეთო განცხადება საქართველოს პუტინის რეკომენდაციით დასმული პრეზიდენტის უარზე შეეწყალებინა პოლიტიკური პატიმარი, რითაც მან პრაქტიკულად ლეგიტიმურობა გამოაცალა 31 ოქტომბრის არჩევნებს, თავი ჭკუით.

იმ დროს, როდესაც ამ ქალბატონმა რამდენიმე ხნის უკან შეიწყალა პოლიციის მკვლელები, ნარკოვაჭრები და პედოფილები, მისგან განცხადება, რომ დამნაშავეს არ შეიწყალებს, აჭარბებს მსოფლიო იუმორის ყველა მასშტაბს, თუმცა ეს გახლავთ ტრაგიკული იუმორი, რომელიც ძალიან ცუდად დაუმთავრდება მას და მის ამ პოსტზე ჩამომყვანებს პარიზიდან" ამბობს ნათელაშვილი. 

გიორგი რურუას არ შევიწყალებ, ვერავინ მოახდენს ჩემზე ზეგავლენას - ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.

"მთავარი არხის" ერთ ერთ მეწილეს 30 ივლისს, მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი