
თუკი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფიდან ვინმე უნდა ალაპარაკდეს ჩვენი გარიცხვის საკითხზე, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველომ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს იმ კონფერენციაში, თუ რაღაც ფორმატში, ნებისმიერში, სადაც საკითხი დგას ოჯახის სიწმინდეზე, ეროვნულ იდენტობაზე და მსგავს ღირებულებებზე და ამას ეძღვნება კონფრენცია და ამის გამო თუ ვიღაცამ უნდა დააყენოს საკითხი, რომ უნდა გაირიცხოს, რადგან ამ ღირებულებებთან დაკავშირებულ კონფერენციაში იღებს მონაწილეობას "ქართული ოცნება" ურთიერთობების გადახედვაზე შეიძლება, ჩვენ მეტი ვილაპარაკოთ.
- თქვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ევროპაში "ქართული ოცნების" პარტნიორი, "ევროპელი სოციალისტების პარტიის" (PES) განცხადებაზე, რომ პარტია ღრმად შეშფოთებულია, რომ მომავალ კვირას ღარიბაშვილი ბუდაპეშტში კონსერვატიულ ფორუმზე დასწრებას გეგმავს და მათ ოფიციალურად უნდა იმსჯელონ "ქართული ოცნების" სტატუსზე.