მთავარი პრობლემა, რომელიც აშშ-ის მოქმედებას მოითხოვს, ივანიშვილია - საქართველოს ანტიდასავლური მიმართულებით აბრუნებს - პოლიტოლოგების წერილი

გამოქვეყნდა:

მკვლევრებმა, სვანტე ე. კორნელმა და სტივენ ფრედრიკ სტარმა, რომლებიც, საქართველოს, როგორც თავს უწოდებენ, დიდი ხნის მეგობრები არიან, წერილი გაუგზავნეს აშშ-ის სახელმწიფო, ვაჭრობის, იუსტიციის დეპარტამენტების და სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, ასევე, აშშ-ის კონგრესს.

მკვლევარები  წერენ, რომ დაკავშირებული არიან ამ ქვეყანასთან 1990-იანი წლებიდან, თანამშრომლობა ჰქონდათ საქართველოს სამ- ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ მთავრობასთან. ასევე,  ხაზს უსვამენ, რომ მათ საქართველოს პოლიტიკაში არასოდეს არავის მხარე არ დაუკავებიათ არც ახლა უკავიათ. 

წერილში საუბარია საქრთველ მილიარდელზე, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე და მის პოლიტიკურ გავლენებზე. შვედი და ამერიკელი პოლიტოლოგები წერენ, რომ დღეს საქართველოში მთავრი პრობლემა სწორედ ივანიშვილია და აშშ-ის მთავრობამ ამ მიმართულებით ყურადღება უნდა გაამახვილოს. 

„მთავარი პრობლემა, რაც აშშ-ის მოქმედებას მოითხოვს, არის ის, რომ საქართველოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა, ოლიგარქმა, რომელმაც თავისი ქონება დააგროვა რუსეთში, სადაც დიდხანს ცხოვრობდა, სახელმწიფოში ძალაუფლება მიიტაცა და საქართველოს აბრუნებს ანტიდასავლური მიმართულებით მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხალხმა გამოხატა დასავლური ინტეგრაციის ნება. ამას შეიძლება მოჰყვეს შეუქცევადი შედეგები“ - წერენ კორნელი და სტარი. 

მათი აზრით, საქართველოს განვითარების ახლანდელი ტრაექტორია არამყარია და არის საფრთხე, რომ საქართველო ქაოსში აღმოჩნდეს, "რადგან უფსკრული ივანიშვილის ამბიციებსა და საქართველოს საზოგადოების ნებას შორის იზრდება“,- ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე წერილში შვედი და ამერიკელი პოლიტოლოგები საკვანძო საკითხებს გამოყოფენ: 2024 წლის არჩევნები სამართლიანად უნდა ჩატარდეს; ყოფილი პრეზიდენტის, საპატიმროში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ბედი; ივანიშვილის ბატონობა ქართულ პოლიტიკაში; და საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

წერილს "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. 

ამავე თემაზე:

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი