"ბრალდების მხარეს არ აქვს მყარი მტკიცებულებები" - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი, ლიკა ბითაძე საუბრობს და ხვალინდელ სასამართლო სხდომას ნეხმაურება. ცნობილია, რომ საქმეზე პირველი სხდომა ხვალ 5 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
პროცესის პარალელურად, სასამასრთლოსთან გრიგორიადისის მხარდასაჭერად საზოგადოება შეიკრიბება. მოთხოვნა 21 წლის ახალგაზრდას გათავისუფლებაა, რომელიც ქუჩაში რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამოვიდა.
დაცვის მხარე ხვალინდელ პროცესზე კიდევ ერთხელ დააყენებს შუამდგომლობას აღკვეთ ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის, გირაოთი შეცვლის მოთხოვნით.
ხვალ არის წინასასამართლო სხდომა, ანუ ბრალდებისა და დაცვის მხარემ ერთმანეთში გავცვალეთ ჩვენი ინფორმაცია და მტკიცებულებები, რაც ხელთ გვქონდა. ხვალ განიხილება მისი დასაშვებობა-არ დასაშვებობის საკითხი და სადაო-უდავოობის საკითხი. რა თქმა უნდა, დაცვის მხარე, ყველა მტკიცებულებას ხდის სადაოდ. ბრალდების მხარეს, მიმაჩნია, მე როგორც საქმის მასალებიდან გამომდინარე, ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, ამ საქმეში მიმაჩნია რომ არ აქვს მყარი მტკიცებულებები და პირდაპირი რითიც შეიძლება დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი, - ამბობს ლიკა ბითაძე.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.