"ჟურნალისტიკა არ არის დანაშაული" | ბაიდენმა რუსეთს WSJ-ის ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ მოუწოდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთში უკანონოდ დაკავებული The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან ჰერშკოვიჩი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ისევე როგორც სხვა უკანონოდ დაკავებული ამერიკელები, - ამის შესახებ მან თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ღონისძიებაზე განაცხადა.

"ჟურნალისტიკა არ არის დანაშაული. ევანი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ყველა სხვა ამერიკელთან ერთად, რომლებიც მძევლად არიან, ან უკანონოდ არიან დაკავებულები საზღვარგარეთ", - თქვა ბაიდენმა

მან ასევე აღნიშნა, რომ ჰერშკოვიჩი რუსეთში წავიდა რათა "სიბნელისთვის მოეფინა ნათელი". გარდა ამისა, პრეზიდენტმა თქვა, რომ ამერიკის ხელისუფლება "ყოველდღიურად მუშაობს მისი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, ეძებს შესაძლებლობებსა და ინსტრუმენტებს, რომ ის ახლში ჩამოიყვანოს". 

შეგახსენებთ, რომ რუსეთში The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით, 30 მარტს დააკავეს. ცივი ომის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკელი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი