რუსეთი "მარიუპოლის ჯალათის," მიზინცევის სამსახურიდან გათავისუფლებას ადასტურებს | კრემლმა მის ადგილას კუზმენკოვი დაინიშნა 

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "მარიუპოლის ჯალათის" სახელით ცნობილი გენერალი მიზინცევის 
სამსახურიდან გათავისუფლებას ადასტურებს. თუმცა, რა მიზეზით გაათავისუფლეს ის თანამდებობიდან, ამ დროისთვის უცნობია.

რუსეთის სამხედრო სარდლობამ მიზინცევის თანამდებობაზე ალექსეი კუზმენკოვი დანიშნა. კუზმენკოვი არის პერსონალის ლოგისტიკოსი და დიმიტრი ბულგაკოვის ყოფილი ქვეშევრდომი. ის 2014 წლიდან 2018 წლამდე  რუსეთის შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის შტაბს ხელმძღვანელობდა.

2018-2019 წლებში კი იყო სამხრეთ სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე ლოგისტიკის საკითხებში, შემდეგ კი ამჟამინდელ დანიშვნამდე იყო რუსეთის გვარდიის დირექტორის მოადგილე.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი