"ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც უნდა მოვუსმინოთ და მათი პოტენციალი ქვეყნისვე სასარგებლოდ გამოვიყენოთ" | სოფო ლილუაშვილი გრიგორიადისსა და აკოფაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც უნდა მოვუსმინოთ და მათი პოტენციალი ქვეყნისვე სასარგებლოდ გამოვიყენოთ", - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფო ლილუაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ლაზარე გრიგორიადისისა და თორნიკე აკოფაშვილის მხარდამჭერ აქციაზე საუბრობს. 

"ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ოთახში კი არ უნდა გამოვკეტოთ, ან სადმე კი არ უნდა დავამწყვდიოთ, ვფიქრობ ეს არიან ადამიანები, რომლებსაც უნდა მოვუსმინოთ და მათი ეს პოტენციალი, შეგრძნებები, დროის შეგრძნებები და ადეკვატურობის შეგრძნებები, თუ რა სჭირდება ქვეყანას, ქვეყნისვე სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ" - ამბობს სოფო ლილუაშვილი 

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოსთან, სხდომის პარალელურად, ლაზარე გრიგორიადისისა და თორნიკე აკოფაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი