საქალაქო სასამართლოსთან ლაზარე გრიგორიადისისა და თორნიკე აკოფაშვილის მხარდამჭერი აქცია დაიწყო

გამოქვეყნდა:

საქალაქო სასამართლოსთან აქტივისტების ლაზარე გრიგორიადისისა და თორნიკე აკოფაშვილის მხარდამჭერი აქცია დაიწყო. პარალელურად სულ რამდენიმე წუთში დაიწყება ორივე აქტივისტის საქმის განხილვა. ადგილზე იკრიბებიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები.

ლაზარე გრიგორიადისის დაცვის მხარე, აღკვეთი ღონისძიების - პატიმრობის შეცვლას ითხოვს. გარდა ამისა, ოჯახი მოითხოვს, რომ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

"რუსეთის ხელისუფლებისგან დაკომპლექტებული და სანქცირებული სასამართლოს იმედი დღეს არავის არ აქვს. როგორ ვენდო მე ამ სასამართლოს, რომ გამისამართლოს შვილი. ამიტომ მოვითხოვეთ ნაფიც მსაჯულები. ჩვენ ხომ არ გავურბივართ სამართალს, რომ გაირკვეს, დააზიანა თუ არა ლაზარემ ვინმე.[...] ან ესენი უნდა იყვნენ და ასე უნდა მოგვექცნენ, ან რაღაც უნდა გავაკეთოთ რომ ვიცხოვროთ ნორმალურ ქვეყანაში. მე დღეს ვაცხადებ, რომ ლაზარეს მაგივრად ვარ აქციაზე და ვიქნები იქამდე, სანამ საქართველო არ გავა სამშვიდობოს", - თქვა გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიდისმა.

შეგახსენებთ, თორნიკე აკოფაშვილი და ლაზარე გრიგორიადისი მარტის აქციების შემდეგ დააკავეს. აკოფაშვილი მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გამოძიება მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება. 

რაც შეეხება გრიგორიადისს, გამოძიების მტკიცებით, მან  საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში. სასამართლომ 31 მარტს გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი