ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი ამბობს, რომ უკრაინამ ერთ-ერთი სოფელი დაბომბა

გამოქვეყნდა:

რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა სოფელი კურკოვიჩი დაბომბეს. ალექსანდრ ბოგომაზის განცხადებით, ერთ-ერთ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. 

მისივე თქმით, "უკრაინის თავდასხმის" შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ.

ერთი დღით ადრე, 1 მაისს, ბრაიანსკის ოლქის რკინიგზაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რის შედეგადაც მატარებელი რელსებიდან გადავიდა. მონაკვეთზე მოძრაობა ერთი დღის შემდეგ აღდგა. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი