"წაკითხულის პრობლემაა..." - ზარქუა ხსნის, რა იგულისხმა ობრაიანმა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ზარქუას მტკიცებით, აშშ-ის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ობრაიანის ინტერვიუ "ამერიკის ხმასთან" არასწორად არის ინტერპრეტირებული. 

"წაკითხულის პრობლემა გვაქვს მე მგონი," - მიმართავს ზარქუა "მთავარი არხის" ჟურნალისტს შეკითხვის პასუხად და ამბობს, რომ ობრაიანის მიერ დასახელებული პროდუქტები მაშინ არ იყო სანქცირებული, როცა ის რუსეთში გადიოდა და მისი შესვლა მოგვიანებით შეიზღუდა.

"წაკითხულის პრობლემა გვაქვს მე მგონი, უყურე. ის პროდუქცია რომელიც შედიოდა არ იყო სანქცირებული და აქ არის საუბარი, რომ  ახლა უკვე შეიზღუდაო და იმედია მომავალში ყველა გაითვალისწინებსო და ჩვენ საერთაშორისო თამაშის ღირსეული, ერთგული მოთამაშეები ვართ," - ამბობს ზარქუა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სანქციების კოორდინატორმა "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთში სანქციების დარღვევით ელექტრონული საქონლის ტრანზიტი ძალიან არის გაზრდილი, მათ შორის საქართველოდანაც.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი