
"ნაციონალური მოძრაობა“ რომ პროდასავლურობაზე დაიწყებს საუბარს, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება " - აცხადებს მერი კალაძე, რომლის უწყებასთანაც ენმ აქციას მართავს და სწორედ მის ანტიევროპულ განცხადებებს აპროტესტებს
კალაძე აბსურდულს უწოდებს ბრალდებებს, რომ მისი განცხადებები ანტიდასავლურ რიტორიკას შეიცავს - „ერთი მაგალითი მომიყვანეთ, როცა ანტიდასავლური განცხადება გავაკეთე. ჩემს გუშინდელ კომენტარში რა იყო ანტიდასავლური?" - კითხვას სვამს მერი კალაძე და ენმ-ს კრიმინალური ორგანიზაციად მოიხსენიებს:
„ნაციონალური მოძრაობა“ რომ პროდასავლურობაზე დაიწყებს საუბარს, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ამ ორგანიზაციას საერთოდ დემოკრატიულობასთან, პროდასავლურობასთან კავშირი არ გააჩნია. ეს არის კრიმინალური ორგანიზაცია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თავისი ქმედებებით დაადასტურა და აჩვენა მთელ მსოფლიოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. დემოკრატიასთან, დემოკრატიულ ღირებულებებთან და ევროპულობასთან ამ დაჯგუფებას საერთოდ კავშირი არ აქვს. როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდებიან. ჩემი განცხადებები, რა თქმა უნდა, ანტიდასავლური არ ყოფილა“, - აღნიშნა კალაძემ.
სტატუსს თუ მოგვცემენ, გაგვიხარდება, თუ არ მოგვცემენ, არც ეს არ არის პრობლემა - თქვა კალაძემ გუშინ, 12 რეკომენდაციის შესრულებისა და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.