უნდა დავინტერესდეთ თუ ეს შეგნებულია, ხომ არ ხდება ნებსით თუ უნებლიეთ... - მდინარაძე დუდას განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას განცხადებას ევროკავშირის გაფართოების შესახებ, რომელშიც საქართველო ნახსენები არ იყო, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. 

მდინარაძის თქმით, უნდა დაინტერესდნენ "მიზანმიმართულად მოხდა თუ არა განცხადებაში საქართველოს გამოტოვება:"

"არ ვიცი, მე არ მომისმენია ეს განცხადება, ძალიან სამწუხაროა თუ ასეთია. თუ ჩვენ რომელიმე პარტნიორისგან გვაქვს იმგვარი შეფასება, რომ შეგნებულად ხდება გამოტოვება, ამის მიზეზებითაც უნდა დავინტერესდეთ და უნდა ვიფიქროთ ამის მიზეზებზე, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, ჩვენ არ ვმალავთ. თუ ვიღაცას გამორჩა, უკაცრავად, თუ ეს შეგნებულია, ხომ არ ხდება ნებსით თუ უნებლიეთ, რაღაც გეგმის ნაწილი რომელიმე პოლიტიკოსის განცხადება, მაგრამ ამას ჯერ ვერ ვიტყვით ესე ხელაღებით, რადგან ჩვენ არ ვიცით კონტექსტი ამ განცხადების, მე პირველად მესმის ეს თქვენგან, - თქვა მდინარაძემ ჟურნალისტებთან კომენტარის დროს.

განცხადებაზე საუბრისას მდინარაძემ ოპოზიციაზეც გააკეთა აქცენტი და თქვა, რომ ოპოზიციონერებს ამგვარი განცხადებები უხარიათ და "ამაზე აწყობენ პიარს." 

"ჩვენი ოპონენტები ზრუნავენ იმაზე, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, უხარიათ ასეთ დეტალები და ახმოვანებენ და ამაზე აწყობენ პიარს. ახლა რომ მათ საქართველო უყვარდეთ, იცით რა უნდა ქნან? უნდა გადადონ ყველაფერი გვერდით, კომისიის შექმნით და საბოტაჟით კი არ უნდა დაკავდნენ, უნდა თქვან, რომ ახლა ჩვენ ყველაფერი უნდა გადავდოთ გვერდზე, საქართველო ამ მოცემულობით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ეს იქნება ეროვნული საქმე და ევროპული საქმე, მაგრამ ისინი ამის წინააღმდეგ იბრძვიან," - თქვა მამუკა მდინარაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ანდჟეი დუდამ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, მატეუშ მორავეცკისთან ერთად გამართულ საერთო ბრიფინგზე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ უზრუნველყოს უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანება. დუდას ამ განცხადებაში ნახსენები არ იყო საქართველო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი