დღევანდელი მომენტის ისტორიული მოთხოვნაა უკრაინისა და მოლდოვას EU-ში მიღება - დუდა

გამოქვეყნდა:

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, 2025 წელს, პოლონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს, ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანება.

ამის შესახებ დუდამ პოლონეთის პრემიერმინისტრ, მატეუშ მორავიეცკისთან ერთობლივ ღონისძიებაზე განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის პრეზიდენტობისას მთავარი პრიორიტეტი უკრაინის, მოლდოვასა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანება იქნება. 

"მე და პრემიერმინისტრმა კარგად ვიცით, რას ნიშნავს დიდი ხნის ლოდინი, რას ნიშნავს გინდოდეს, გახდე თავისუფალი დასავლეთის ნაწილი. დღევანდელი მომენტის ისტორიული მოთხოვნაა უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში მიღება", - თქვა დუდამ.

აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭომ უკრაინასა და მოლდოვას გასული წლის ივნისში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ამ სტატუსს საქართველო შემოდგომაზე ელოდება. საქართველოს საკითხი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად განიხილება, თუმცა სიტყვით გამოსვლისას პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოზე არაფერი უთქვამს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი