"ოცნება" და მისი სატელიტები პარლამენტში, ალტ-ინფოს კანონპროექტის განხილვას იწყებენ

გამოქვეყნდა:

"ოცნების" ანტიდასავლური პოლიტიკა ოფიციალურად ფორმდება - რამდენიმე დღეში პარლამენტი ალტ-ინფოს კანონპროექტის განხილვას დაიწყებს. რადიკალური ძალადობრივი და პრორუსული  დაჯგუფება ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების აკრძალვას ითხოვს.

როგორც კანონპროექტის განხილვის პროცედურის დოკუმენტშია აღნიშნული, მისი განხილვის სავარაუდო თარიღი 2023 წლის 5 მაისია.

გააქტიურებულია ხელისუფლების ყველა სატელიტი პოლიტიკური ჯგუფი,  გაერთიანება და სახელისუფლებო მედია.

მმართველი პარტიის ანტიდასავლური და ჰომოფობიური გეგმების სამსახურში დგანან "ევროპელი სოციალისტებიც", რომლის დამფუძნებელიც  ფრიდონ ინჯია აპირებს კანონპროექტად დაარეგისტრიროს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, და ევროკავშირისა და შტატებისგან   შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის  მოთხოვნა. ეს სწორედ ის მოთხოვნებია, რომელიც ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ უცნობის აქციაზე გაჟღერდა.

"მე გადავწყვიტე იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოვამზადო კანონპროექტები, რომელიც გაამაგრებს იმ მოთხოვნას რაც საზოგადოებას ჰქონდა. მოვამზადებ კანონპროექტს, რომელიც შეზღუდავს ლგბტ პროპაგანდას. ლგბტ პროპაგანდა ანგრევს საქართველოს, ანგრევს ქართულ ოჯახს. " ამბობს "ოცნების" სატელიტი ინჯია. 

"ოცნება" რომ მოძალადე დაჯგუფებების სასურველი კანონების მიღებას იწყებს, ამას თავად დაჯგუფების ლიდერი მორგოშია თავის ფეისბუქ პოსტითაც ადასტურებს. 

"მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება”, პარტნიორი პარტიების მეშვეობით მიიღებს ყველა იმ კანონს, რომლის მიღებასაც, ჩვენ წლებია ვითხოვთ და ვიბრძვით!!! მათ შორის კანონს გეი-პროპაგანდის წინააღმდეგ!!! ეს ამბავი ძალიან მახარებს, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს!!!
ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, 5 ივლისი იყო ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვება და ლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისი საქართველოში!!!" წერს მორგოშია, ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერი. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი