არ გვაქვს ინფორმაცია კრემლზე ე.წ. ღამის თავდასხმების შესახებ - ზელენსკის პრესმდივანი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის სპიკერმა განაცხადა, რომ უკრაინა არ მონაწილეობდა კრემლზე უპილოტო თვითმფრინავის სავარაუდო თავდასხმაში:

„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია კრემლზე ე.წ. ღამის თავდასხმების შესახებ, მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, უკრაინა მიმართავს ყველა არსებულ ძალასა და საშუალებას მისი ტერიტორიების გასათავისუფლებლად და არა სხვებზე თავდასხმისთვის“ -  განუცხადა BBC-ს სერგეი ნიკიფოროვმა, ზელენსკის პრესმდივანმა.

„განსაკუთრებით გასაკვირია ტერორისტული სახელმწიფოს ფორმულირება“, - აღნიშნა ნიკიფოროვმა. მისი თქმით, ტერორისტული აქტი არის დნეპრსა და უმანში განადგურებული სახლები, ან ოკუპანტების გასროლილი რაკეტა კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე და მრავალი სხვა ტრაგედია და არა ის, რაც მოხდა მოსკოვში.

როგორც ზელენსკის სპიკერმა აღნიშნა, კრემლზე მომხდარი ინციდენტი არის 9 მაისამდე სიტუაციის გამწვავების მცდელობა. 

შეგახსენებთ, დღეს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინამ კრემლზე 2 მაისის ღამეს, დრონებით იერიში მიიტანა. აფეთქების ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტსივრცეში გავრცელდა. კრემლზე თავდასხმის ვერსიის გავრცელების შემდეგ, მოსკოვის მერმა დრონები აკრძალა

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი