რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ უკრაინა კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა. პრესსამსახური ამბობს, რომ შემთხვევა გუშინ, 2 მაისს მოხდა.

"დღეს ღამით კიევის რეჟიმმა სცადა უპილოტო თვითმფრინავების დარტყმა პრეზიდენტის კრემლის რეზიდენციაზე. ორი თვითმფრინავი კრემლისკენ იყო მიმართული", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამბობს, რომ  "სამხედრო და სპეცსამსახურების მიერ სარადარო საბრძოლო სისტემების დროული მოქმედებების შედეგად, მოწყობილობები (თვითმფრინავი) განეიტრალდა" და რომ პუტინი არ დაშავებულა. 

კრემლმა ასევე აღნიშნა, რომ "რუსული მხარე იტოვებს უფლებას მიიღოს საპასუხო ზომები სადაც და როცა საჭიროდ ჩათვლის". კრემლმა თავდასხმას "დაგეგმილი ტერორისტული აქტი" და "რუსეთის პრეზიდენტის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა" უწოდა.

 გამოცემა Mediazona-მ თავდასხმის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ადგილობრივებმა გადაიღეს.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი