"არ გამოვრიცხავ, ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი, რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს" | კალაძე

გამოქვეყნდა:

"არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი, რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს 2024 წელს", - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე TV იმედის ეთერში ამბობს. მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, იმ ადამიანებს, რომლებსაც "ქართული ოცნება" არ მოსწონთ, დააჯეროს, რომ მმართველი გუნდი ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს.

აქვე, კალაძე კიდევ ერთხელ ესხმის თავს ევროპარლამენტარებს და ვიოლა ფონ კრამონთან დაკავშირებით 
ამბობს: "არ გამოვრიცხავ, რომ მოლოტოვის კოქტეილით ხელში ვიხილოთ თბილისში".

მე როგორც დედაქალაქის მერი, მე როგორც პოლიტიკოსი კახი კალაძე, ვალდებული ვარ, დავიცვა ჩემი ქვეყნის ინტერესები ვალდებული ვარ დავიცვა ჩემი ხალხის ინტერესები. შესაბამისად, როდესაც თეთრზე გეუბნებიან, შავიაო, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ამის გატარებას. და აბსოლუტურად გულწრფელი ვარ. კალაძე არის რუსეთუმეო, ამას ამბობს ვინ, ლევან ხაბეიშვილი. აი, მართლა, ღმერთო მართლა მეტეორი რატომ არ დაგვეცემა თავში...

ეს კამპანია არის მიზანმიმართულად იმისთვის, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ხო არის გარკვეული ადამიანები, ვისაც შეიძლება ,ქართული ოცნება" არ მოსწონდეს, იმ ადამიანებზე მუშაობენ, რომ აი, თითქოს, კალაძე, "ქართული ოცნება" აკეთებს ანტიდასავლურ განცხადებებს... პირიქით, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას. ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს. ამ ადამიანებს, ვინც დღეს ევროპის სახელით გველაპარაკებიან, საერთოდ ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. საერთოდ, მე აი ის ერთეული ევროპარლამენტარების განცხადებებიც მინდა აქ შემოვიტანო, იმიტომ რომ მართლაც შეურაცხმყოფელია ის განცხადებები, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, რასაც ეს ადამიანები კადრულობენ. 

იგივე ოპოზიციის მიტინგებზე მისვლა, იმ ქალბატონის სახელი და გვარი არ მახსოვს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ ზეგ, შეიძლება [ვიოლა ფონ კრამონი] მოლოტოვის კოქტეილის ხელში ვიხილოთ დედაქალაქში, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციამ რომელიმე ევროპარლამენტარი, რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად წარმოგვიდგინოს 2024 წელს. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, არც ეს ქალბატონი, გვარი არ მახსოვს, ვიოლა არ არის ევროპა და არც რომელიმე ევროპარლამენტარი, - თქვა კალაძემ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი