"ნიკა გვარამია ერთ-ერთია, ვინც სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს", - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი, თომას ჰაკერი, რომელიც 3 მაისს რუსთავის ციხეში, ნიკა გვარამიას მოსანახულებლად არ შეუშვეს, Twitter-ზე წერს.
პრესის თავისუფლების დღეს, ჩემი აზრები ყველა ჟურნალისტთან და მედიის წარმომადგენელთანაა, რომლებსაც უსამართლოდ დევნიან, პლუს აპატიმრებენ თავიანთი საქმის გამო. ნიკა გვარამია საქართველოდან, ერთ-ერთია, ვინც სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს. თავისუფლება ნიკა გვარამიას, - წერს ჰაკერი.